„მიუღებელია. მე არ მოვიწონე და დავგმე ამ ტიპის განცხადებები. არაჰუმანურია”, – ასე შეაფასა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილზე.
„ექიმები ადასტურებენ, რომ ვითარება მარტივი არაა და სავარაუდო გართულებების წინაპირობები სახეზეა. არ არის ადამიანური და ჰუმანური დამოკიდებულება. ასეთი განცხადებები აქეზებს პატიმარს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ზიანი მიაყენოს. არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ იცით, რომ სხვა პატიმრებიც მკაცრი ფორმებით შიმშილობდნენ. მსგავსი განცხადებები მათზეც ცუდად აისახა”, – განაცხადა ომბუდსმენმა ტელეკომპანია „TV პირველის” ეთერში.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მიხეილ სააკაშვილს სიმულიანტი და პროფესიონალი აფერისტი უწოდა.