თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, თურქეთში არალეგალურად მყოფნა საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში საზღვრის გადაკვეთასთან დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება, 30 ივნისის ჩათვლით თურქეთის ტერიტორია უნდა დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საელჩოს ცნობით, მათ კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.
„საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1 ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები”, – აცხადებს საქართველოს საელჩო თურქეთში.