ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. მისი თქმით, ის მხოლოდ ერთ კომიტეტში დარჩება.
„ვერ ხედავ ვერანაირი საჭიროებას ორივეში დავრჩე. ვრჩები საპროცედურო საკითხთა კომიტეტში. იურიდიულ კომიტეტში ჩემ ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს, ტყუილად უნდა მივიდე სხდომაზე, გავაპროტესტო რამე და ეს მაინც არავის მიერ არ იქნება ადეკვატურად აღქმული. არ მიხვალ და დაგაჯარიმებენ და ხელფასს დაგიქვითავენ. ამიტომ მე საერთოდ ვერ ვხვედბი რა ფუნქციას ასრულებს ოპოზიციური დეპუტატები კომიტეტებზე. უბრალოდ რეგლამენტის მოთხვნიდან გამომდინარე დავრჩები ერთ კომიტეტში, “- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ უმრავლესობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. მან უმრავლესობა მას შემდეგ დატივა, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მისი და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.