არანაირი განხეთქილება არ გვაქვს, ვაგრძელებ თანამშრომლობას პარტიებთან - ჯაფარიძე

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის კვლავინდებურად აგრძელებს თანამშრომლობას „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და მათ შორის განხეთქილება არ ყოფილა.

„არსად არ „გავსულვარ“, არანაირი „განხეთქილება“ ბუნებაში არ არსებობს. როგორც ვთანამშრომლობდი, ზუსტად ისე ვაგრძლებ როგორც „დროასთან“ და „სტრატეგიასთან“, ისე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ამ ქვეყნის დასავლური მომავლის ბედი აღელვებს“, – წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.

გუშინ „გირჩი TV-ის“ ეთერში ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი ერთობის ჩამოყალიბების მოცემულობა არ ჩანს და ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ “გირჩი – მეტი თავისუფლების” გაძლიერებისთვის. – თქვა ჯაფარიძემ გუშინ.