არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად, ისე მოვახერხეთ დაკავება - გომელაური სავარაუდო თავდამსხმელზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სავარაუდო თავდამსხმელის დაკავების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელსაც ყვარელში, ბანკში მძევლები ჰყავდა აყვანილი.

„დავაკავეთ და იდენტიფიცირებულია, მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანაშრომლებს ვინც იყო შიგნით. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა ღმერთს. მძევლები კარგად არიან, ვეცადეთ რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ის ამბობს, რომ სავარუდო თავდამსხმელი საქართველოს მოქალაქეა და ის დროს გარკვეულ თანხას ითხოვდა.

„სხვადასხვა თანხას ითხოვდა, 1 მილიონს, ხან ნახევარს. … არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრუებია ამჯერად, ისე მოვახერხეთ, “- ამბობს გომელაური.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია დასრულდა და დაკავებულია შეიარაღებული პირი, რომელსაც ყვარელში, ბანკში მძევლები ჰყავდა აყვანილი.