არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე წყარო ავრცელებს, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება.
მგავს ინფორმაციას ფლობს პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე.
„ნადიმ ხმალაძემ მომწერა ირპინიდან. ირპინში იბრძოდნენ. მისი ინფორმაციით, 2 ქართველი დაიღუპა, ერთი ფრანგიც და არიან დაჭრილებიც. როგორც მითხრა, დანარჩენები გამოვდივართ სამშვიდობოსო, ამის შემდეგ ტელეფონი არის გათიშული”, – ამბობს დუმბაძე.
2 ქართველის დაღუპვაზე საუბრობენ „მთავარი არხის” რესპონდენტებიც.
როგორც „პუბლიკას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის საელჩოში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.