არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში, მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა დაიღუპა.
ცნობას ამის შესახებ პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ავრცელებს. როგორც ის წერს, ინფორმაცია ჩიქობასაც მეგობრისგან მიიღო.
„პუბლიკა” ცდილობს ინფორმაციის ოფიციალურ უწყებებთან გადამოწმებას.
გუშინ, 18 მარტს უკრაინაში ორი ქარველი მებრძოლის დაღუპაზე ინფორმაცია საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა.