„არასაჯაროდ ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს პირობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ხვიჩია ვაშაძეზე

პუბლიკა

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს განცხადება, იქიდან გამომდინარე, რომ სანამ ის [გიორგი ვაშაძე] წავიდოდა ამერიკაში, მასთან გვქონდა კომუნიკაცია, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებული ვიყავით”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის პირობებთან დაკავშირებით იმ პარტიებიდან, რომლებსაც ესაუბრებოდა, უარყოფითი დამოკიდებულება არ მიუღია, რაც ხვიჩიას თქმით, „სინამდვიულეში ეს ნიშნავს იმას, რომ ამაში მას ეთანხმებოდნენ, რომ ეს იყო გამოსვალი, თუ ამას ხელისუფლება დათანხმდებოდა”.

„ჩვენ ჩვენი წინადადება გვქონდა გადაგზავნილი ვაშაძესთან, ამასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა. მას ესწრებოდნენ პარტიიდან სხვა პირებიც, შესაბამისად ჩვენ იქ გვქონდა [აღნიშნული], რომ ეს  იყო მათთვისაც მისაღები პირობა, თუ ხელისუფლება ამას დასთანხმდებოდა. მაყურებლისთვის რომ განვმარტო, საუბარია იმაზე რომ – ჩვენ ერთგვარ პლებისციტად ვაქცევთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, პირველ სამ პირობაზე ყველა შეთანხმებული იყო… ჩვენ მსჯელობდით ამ იდეაზე, ვიცოდით, რომ მუსირებდა ეს აზრი პოლიტიკურ სპექტრში, და ვეძებდით, რა ნაკლი შეიძლებოდა ჰქონოდა ამას, მას შემდეგ რაც ვერ ვიპოვეთ ნაკლი… ეს პროცედურა ჩვენ მარტო ვაძაშესთან არ გაგვივლია, იგივე პროცედურა გავიარეთ „ლელოსთან”. შეხვედრას ესწრებოდნენ ბადრი ჯაფარიძე, საბა ბუაძე, დავით უსუფაშვილი, მათი თანხმობაც მივიღეთ და შემდეგ წავედით ნიკა მელიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან”.

მათთან შევთანხმდით, რომ თვის ბოლომდე დაველოდებოდით შიდა პროცესებს, რომლებიც პარტიის შიგნით მიმდინარეობს და შემდეგ გავაგრძელებდით ამ თემაზე საუბარს, თუმცა ჩვენ მათთან საუბრიდან არ მიგვიღია ნეტაგიური განწყობა …

სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ და  რომლებიც თურმე დღეს ჩემთან საუბრისას უარს აცხადებს… არასაჯაროდ ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს პირობა არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ ვეცდებოდით, ეს პირობა მიგვეღო ხელისუფლებისგანაც და ამ პირობის ნაკლი არავის დაუსახელებია”, – განაცხადა ხვიჩიამ.