არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებენ

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ახალი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს.

ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ომბუდსმენის კანდიდატობის ნორმინირების წესსა და კრიტერიუმებს.

NGO-ები აცხადებენ, რომ აგვისტოს ბოლოდან მიიღებენ პოსტის დაკავების მსურველთა განცხადებებს.

მათივე განმარტებით, ორგანიზაციების მიერ ომბუდსმენის კანდიდატების დასახელების წესი დეტალურად გაიწერება გაფართოებული შემადგენლობის ფორმირების დასრულდების შემდეგ. სამოქალაქო სექტორის შემადგენლობიდან 10 სუბიექტი შეძლებს ომბუდსმენის თითო კანდიდატის დასახელებას. აღნიშნული ინიციატივას ხელს 45 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

„ჩვენი ეს შეთავაზება არ არის ახალი გამოგონება, ეს არის ძველი გამოცდილი გზა, რომელსაც პარტიებს კვლავ ვთავაზობთ. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახალხო დამცველი არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ შეირჩეს ან გარიგებით, არამედ შეთანხმებით იყოს შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა“,- განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

შერჩეულ კანდიდატებს მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენენ.