80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი წერილი იტალიის საელჩოში ჩააბარეს. NGO-ების თქმით, ამ კამპანიით ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნის საელჩოებს ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა და კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ უნდა მიიღოს.
წერილს ხელს 80-მდე ორგანიზაცია აწერს.
„შეხვედრების მიზანია საქართველომ მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ქვეყნებისგან იმისთვის. რომ გავხდეთ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, ეს შესაძლებლობას მოგვცემს განვახორციელეთ რეფორმები და ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი სხვადასხვა მიმართულებით… მნიშვნელოვანი ეტაპია და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მე ვფიქრობ საჭირო და მნიშვნელოვანია”, – თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა, „სამართლიანი გუშაგის” დირექტორმა.
მსგავსი ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებს საბერძნეთის საელჩოშიც ჰქონდათ, შეხვდნენ საფრანგეთისა და გერმანიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებსაც.
„ეს ერთგვარი კამპანია მიზნად ისახავს, დასავლელ პარტნიორებს გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა”, – ამბობს რაფიელ კაკაბაძე, „დემოკრატიის მცველები” დირექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 9 დეკემბერს რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ „შენი ხმა ევროკავშირს”, NGO-ების თქმით, 9 დეკემბერს დაგეგმილი მარშის მიზანია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაიგოს ქართველი ხალხის ხმა და დაინახოს ერთიანობა.