NGO-ები შოვისა და გურიის სტიქიების ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეებთან შსს-ს აქვს „ინტერესთა კონფლიქტი” და საქმე გამოსაძიებლად უნდა გადაეცეს გენერალურ პროკურატურას.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, არ მომხდარა ყველა გარდაცვლილის ექსპერტიზა, რაც, მათი თქმით, იტყოდა გარდაცვალების რეალურ მიზეზს და დაადგენდა გარდაცვალების ზუსტ დროს. მათი თქმით, ამ მტკიცებულებების და ექსპერტიზის დასკვნების გარეშე შეუძლებელია იმ დასკვნის  გამოტანა, რომელიც შს მინისტრმა გამოიტანა, რომ თითქოს, შოვში ღვარცოფის ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენა იყო შეუძლებელი.

„სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია მხოლოდ რამდენიმესთან, ყველა გარდაცვლილის ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. 23 სექტემრის მონაცემებით საქმეში ექსეტიზის პასუხები არ მოიპვებოდა, შესაბამისად, შეუძლებელია ვინმემ დაასკვნას იქ ვინმეს გადარჩენა შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა. სისხლის სამართლის საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ იძლევა ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც ამ საკითხის შეფასების შესაძლებლობას მოგვცემდა. არ ვიცით, რა მდგომარეობაში, როდის და როგორ იპოვეს გარდაცვლილთა ცხედრები, ამ კუთხით ბევრი ხარვეზია, არ არის სათანადო დასურათება, არ არის შესაბამისი დოკუმენტაცია შედგენილი, არ არის ჩატარებული ყველა გარდაცვლილის მიმართებით ექსპერტიზა, რაც დაადგებდა გარდაცვალების დროს და მიზეზს”. – თქვა უფლებადამცველმა ანა თავხელიძემ.

მისივე თქმით,  ადვოკატებისთვის პრობლემად რჩება საქმის მასალებზე წვდომა, ეზღუდებათ უფლება გაეცნონ საქმის მასალებს. არასამთავრობოების შეფასებით, მიმდინარე გამოძიება არის არის გავლენის ქვეშ, არის მიკერძოებული და არ აქვთ მოლოდინი, რომ გამოძიება ობუექტურად და სრულყოფილად ჩატარდება. 

შოვსა და გურიაში, აგვისტო-სექტემბერში სტიქიას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 33 ადამიანი, ნაპოვნია 32 ცხედარი.

გურიაში კი, 8 სექტემბერს მეწყერში მოყვა 3 ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი.