არასასიამოვნო იყო ნამდვილად - გამყრელიძე 400 ექიმის შეკრებაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში სასტუმრო „ოაზისში“ შეკრებილი 400 ექიმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არასასიამოვნო იყო და სასურველი იქნებოდა ასეთი შეხვედრა დისტანციურად, ონლაინრეჟიმში გამართულიყო.

„აქედანვე მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, როცა ჩვენ პირიქით მოვუწოდებთ ადამიანებს ყველა დიდი შეკრება, იქნება ეს სამედიცინო, არასამედიცინო, არ აქვს მნიშვნელობა, იყოს ვირტუალური. ალბათ არ იყო სასურველი ასეთი რაოდენობის ჩემი კოლეგების ერთად შეკრება. არასასაიმიოვნო იყო ნამდვილად. თუმცა მე დღეს მივიღე მათგან სურათები. იქ ყველა სხდომა იყო სექციური, მაქისმუმ 50 ადამიანის მონაწილეობით, როგორც მომაწოდეს ინფორმაცია და ასევე სურათები, ასევე დისტაციის დაცვით და ასევე პირბადის გამოყენებით. ჩემი კოლეგები არიან და მე მჯერა მათი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ალბათ სჯობდა ამ ტიპის შეხვედრები ამ დროს იყოს დისტანციური, ანუ ონლაინრეჟიმში, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სასტუმრო „ოაზისში” აღებული 900 ნიმუშიდან ამ ეტაპზე 2/3-ზე პასუხი უარყოფითია.

მისი თქმით ჩაქვში სასტუმრო „ოაზისთან“ დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი, დიდი ალბათობით, არ არსებობს, თუმცა ბათუმში არსებული მდგომარეობა საყურადღბოა.