არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება 11¹-141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციითვე, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.