არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა. 

სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.