შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.