„ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა”. – ამბობს „ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებთან.
„..რასაც მერე ხელიც მოაწერეს, თავადვე აღიარეს”. – დასძენს იგი.
„შესაბამისად, როდესაც თეა წულუკიანი ამბობს, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, რომ ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის ფაქტის კონსტატაცია და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რასთანაც გვაქვს საქმე.
რა თქმა უნდა რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება”. – თქვა კობახიძემ.