არავინ არ გაგიჟებულა, კობახიძესთან ჩახუტებას არავინ აპირებს - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„თავისუფლება მიშას“ – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სიტყვით გამოვიდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.

მან გამოსვლისას, ე.წ შერიგების პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია შესასრულებელი, მათ შორის, სამართლიანი სასამართლო.

„ვიღაცები ამბობენ და მე მინდა აგიხსნათ თქვენც და ავუხსნა საზოგადოებას… რომ ვის უნდა გავურიგდეთ და რა თანხმობა გვჭირდება. მეგობრებო,  არავინ არ გაგიჟებულა და კობახიძესთან ჩახუტებას არავინ არ  აპირებს.

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სამართლიან თამაშის წესებზე და ამას აქვს კონკრეტული სახელები. პირველი, ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და მათ შორის თავისუფალი უნდა იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო და ამას არ საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია და ამას არ საუბრობს მხოლოდ ქართველი ხალხი, ამას მოგვიწოდებს ცივილიზებული სამყარო.

ამიტომ ამ შეთანხმების, შერიგების ერთ-ერთი პუნქტი არის თავისუფალი სასამართლო, დეპოლიტიზებული სასამართლო, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მესამე პუნქტი არის ასევე დეპოლიტიზებული ძალოვანი უწყებები. მეოთხე საკითხი არის თავისუფალი არჩევნები, “- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.