17 მაისს საქართველოში აივ დადებით პირთა სათემო ასოციაცია „ბროწეული” შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო კამპანიას უერთდება, რომლის ორგანიზატორი „აივ დადებით პირთა გლობალური ქსელია”.
2020 წლის კამპანიის გლობალური გზავნილია: „არავინ დატოვო ჯანმრთელობის სერვისების მიღმა“.
https://www.facebook.com/brotseuli.org/videos/538305740193706/?__xts__[0]=68.ARCCkp7PnA1NNNRWT7Eu84xcQd9H3jTRdxDukW1Vyzc5_tfGc_PLaRh5YBPiWuBRuQytR—rf-RdYgghz9eswMJ_21bfcc9X3dObgyZm6_Dkyy-pdx0SF-KiCdoRdXDJuekXatEnq7OSbMG4SXJm3R22l8ZgwkujrrHr2nnUOV0aOrjKuZmSJSxzWwR4Lu5iHyFSmvGDpmP3OHA7MS-Xwdts_-gCkM6L-gTgSkBNyBKWP6PtXsviG0Ttyb86z_3QKkX3HvhwTY1X3eRUY14eWAS-3wFNBsoZAkTs0PyYDQVBtQqAa_cBLMY0gBZbDBRLwNI8i5AgSZJ15y3rroYK5aAeKjpWulw&__tn__=-R
ასოციაციის ცნობით, საქართველოში შიდსით 1 674 ადამიანი გარდაიცვალა, ყოველი მეხუთე ვისაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა ქვეყანაში 9 400 ადამიანის შეადგენს, მათმა 42% მა ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. გამოვლენილი 5 480 ადამიანია (58%), არვ (ანტი რეტრო ვირუსული) მკურნალობაზე 4597 (84%) იმყოფება, ვირუსული სუპრესია (არაგანსაზღვრადი ვირუსი) 4 070 (89%) აივ დადებით ადამიანს აქვს მიღწეული უფასო ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღებით. არაგანსაზღვრადი ვირუსი არაგადამდებია. მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე დაჰყავს.
„საქართველოში შიდსის მკურნალობის სერვისები ცენტრალიზებულია, კერძო მფლობელობაში არსებული კლინიკების მიერ. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გაცემა მხოლოდ საქართველოში არსებულ 4 ინფექციურ საავადმყოფოს მიერ ხდება. რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. აივ დადებით თემს ეზღუდება არჩევანის შესაძლებლობა”, – აცხადებს ასოციაცია „ბროწეული”.
ასოციაცია „ბროწეული” COVID-19 პანდემიისას „შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს” შიდსის პანდემიის მსხვერპლთა მოსაგონრად და აივ დადებით პირთა სოლიდარობისთვის 11-18 მაისს ვირუსული ონლაინ კამპანიით „სიჩუმე=სიკვდილს“ ეხმაურება. კამპანია აივ დადებით პირთა სათემო ცენტრის შესაქმნელად თანხის შეგროვებას ისახავს მიზნად.
მსოფლიოში 38 მილიონი აივ ინფიცირებული ცხოვრობს. აივ ინფიცირებულთა თემმა ამ დღის აღნიშვნა 1983 წლიდან დაიწყო, ყოველწლიურად მსოფლიოში ათასობით ღონისძიება იმართება სათემო ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმა დისკრიმინაციასთან ბრძოლას. შიდისთ გარდაცვლილთა ხსოვნის დღე არის დრო, როდესაც იხსენებენ ადამიანებს, ვისი სიცოცხლეც შიდსის ეპიდემიამ იმსხვერპლა.