არავის აქვს უფლება იძალადოს საზოგადოების მეორე ნაწილზე - სარჯველაძე

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახელმწიფო ნებისმიერი კანონგარეშე აქტის პრევენციასაც მოახდენს და მკაცრი რეაგირებაც ექნება.

„შეიძლება საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებთანაც ვერ ვთანხმდებით, გვაქვს განსხვავებული შეხედულებები მათი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის აქვს უფლება, ასეთ დროს იძალადოს საზოგადოების მეორე ნაწილზე, სხვა ადამიანზე. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ასევე მინდა ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო ნებისმიერი ასეთი კანონგარეშე აქტის პრევენციასაც მოახდენს და მკაცრი რეაგირებაც ექნება“, – აცხადებს სარჯველაძე.

2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება.

ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ.