არავის არ უნდა გადავყვეთ ამ პროცესში - არც სააკაშვილს, არც ივანიშვილს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელიდან გამოეხმაურა მთავრობის მიერ ევროკავშირის რეზოლუციის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებებს.

„კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.

მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი.

არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.

არავინ არ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს”. – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომ არ ეძლევა საშუალება ეფექტურად დავიცვას საქართველოს კანდიდატურა.