არავის არ ვუკრძალავ ვაქცინას, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვუკეთებ - მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ვაქცინასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მის შვილებსა და შვილიშვილებს ვაქცინები, რომელიც აქამდე არსებობდა, გაკეთებული აქვს.

„რაც აქამდე არსებობდა ვაქცინები, ყველანი ვიკეთებთ. მე არ ვიკეთებ, იმიტომ, რომ არ მჭირდება ფიზიკურად. არასოდეს გრიპი არ მქონია. რატომ გავიკეთებ ტყუილად. მაგრამ არავის არ ვუკრძალავ, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვუკეთებ… რა ვიცი ახლა, ეს ვაქცინა რა არის, აცრაზე არ არის ლაპარაკი? აცრა და მკურნალობა კიდევ ხომ ერთი და იგივეა, პრევენციაა ხო? ჰოდა, როცა ვიცით და შემოწმებული გვაქვს, გამოვიყენოთ, რაც არ ვიცით იმაზე, რა უნდა ვთქვათ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ფაჩუაშილის თქმით, მისი ძველი განცხადება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც მედიით გავრცელდა, კონტექსტიდან მოგლეჯილი იყო.