არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, დღეს ორჯერ დავკარგე გონება - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ დღეს ორჯერ დაკარგა გონება და თავს კარგად არ გრძნობს.

„არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ. დღეს ორჯერ დავკარგე გონება. ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა ევროპელ ექიმებს შევუშვებთ და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ, სანამ პირში სული მიდგას ვიბრძოლებ.

ბევრი მოვლენა ხდება ჩემს თავს – საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველანაირი დიპლომატიურობის გარეშე, ბრიტანეთის პრემიერთან საერთო ბრიფინგზე მოითხოვა ჩემი უპირობო გათავისუფლება.

მინდა ვუთხრა იმ ერთმუჭა პოლიტიკოსებს, ვისაც კიდევ ერიდება ჩემი სახელის ხსენება, ნუ გახდებით რუსულ-ოცნებისტური მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი. მე მხოლოდ მსურს დაგეხმაროთ, სანამ აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს, “- წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ახლა პაუზების აღების დრპ არაა და ძალა ერთობაში და აქტიურობაშია.