„კლინიკა ვივამედის ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და რომ, პრაქტიკულად, კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი“, – მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
„ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე. არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე! მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს. მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდიდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად.
სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში. ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ “პარლამენტარები”, „ჟურნალისტები“ ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, – წერს სააკაშვილი.
„ტენდენცია არის დამძიმებისკენ, იქედან გამოდმინარე, რომ სხეულის წონა და მასა მცირდება, რჩება ძალიან დაქვეითებული, 20 თებერვლისთვის წონა იყო 67 კილო და 200 გრამი და სხეულის მასის ინდექსი იყო 18,2“,– ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დავარასვილი ამბობს, რომ პაციენტთან გამოხატულია ზოგადი სისუსტე.
„ძალიან დასუსტებულია, საწოლშია პაციენტი, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება.
ყველაზე სავალალო არის, რომ კვლება რჩება არაბალანსირებული, მაგრამ ამ არაბალანსსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, ათვისება ორგანიზმის მიერ ხდება, თუნდაც პირღებინება ან გულის რევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან, მაგრამ ეს არა ბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს“,- განაცხადა დავარაშვილმა.