არავის სჯეროდა, არც რუსეთში, არც დასავლეთში, რომ 1 კვირა გავძლებდით, მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა - რეზნიკოვი

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვის განცხადებით, არავის სჯეროდა, რომ უკრაინა გაუძლებდა რუსეთის თავდასხმას. იგი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინაში 90% სწორედ ასე ფიქრობს.

„ძვირფასო უკრაინელებო! არც კი მიფიქრია კვირაში რამდენი საათია. აღმოჩნდა, რომ 168. 168 საათი. მთელი კვირაა უკრაინა რუს ოკუპანტებს უკუაგდებს. ეს იცოდეთ, რომ არავის. არავის არ სჯეროდა, არც რუსეთში, არც დასავლეთში, რომ ერთი კვირა გავძლებდით. მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა. 24 თებერვლის მონაცემებით, უკრაინელების 2/3 დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში გადავრჩებოდით. დღეს ასე თითქმის 90% ფიქრობს. ეს ჩვენი დამცველებისა და მათი გმირობის შედეგია. ეს არის ჩვენი პროფესიული მოქმედების შედეგი. ეს არის თითოეული თქვენგანის თავდადების შედეგი. ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, რკინიგზის მუშაკები, ჟურნალისტები, ფინანსისტები იკავებენ ფრონტს. ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და მერები, რომლებიც დღეს წინა პლანზე დგანან. ჩერნიჰოვი, სუმი, კონოტოპი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი, მიკოლაევი ევროპის ფორპოსტები არიან. ჩვენმა ჯარმა უკვე გაანადგურა ათასობით დამპყრობელი და მტრის იმდენი აღჭურვილობა, რომ რამდენიმე ქვეყნის არმია ეყოფოდა. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება, დახმარება მოდის. ტერორიზმთან მებრძოლებმა თავი ბრწყინვალედ გამოიჩინეს. ჩვენი საჰაერო ძალები უკვე ლეგენდად იქცნენ. პარატები, ქვეითები, არტილერია – ყველა ამტკიცებს, რომ უკრაინელები საუკეთესონი არიან.

გუშინ მოქალაქეებს სრული წინააღმდეგობისკენ მოვუწოდე. მტრის კომუნიკაციები უნდა გავანადგუროთ. ისინი არიან მეტასტაზები, რომლებიც ჩვენს მიწაზე გავრცელებას ცდილობენ. რუს ოკუპანტებს სამარცხვინო მარცხის შეეშინდათ და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენა დაიწყეს. ბომბავენ საავადმყოფოებს, ხოცავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს ჯარი აღარ არის – ჩვეულებრივი ლაჩრები და ტერორისტები არიან. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა. იქნება სისხლი, ცრემლი, ტკივილი. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ გვქონდეს საკუთარი თავისა და გარშემო მყოფთა რწმენა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.