არავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში - ბორელი სანქციებზე

პუბლიკა

„არავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში. ეს არის პირველი ნაბიჯი” , – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების აღიარების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის წევრებს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა.

Reuters-ის ცნობით, სანქციები, რომლებიც, რუსეთის დუმის წევრებისთვის დაწესდება, როგორც წესი, მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს.