ცესკოს ამდროინდელი მონაცემებით საქართველოში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
ახლა საინტერესოა, რა პოზიციას დაიჭერენ ოპოზიციური პარტიები და ვისკენ წავა მათი ამომრჩევლის ხმები.
პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთ წევრს, კახა ქემოკლიძეს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ჰკითხეს, ვის დაუჭერს ექსპრემიერის გუნდი მეორე ტურში მხარს.
„ბატონი გახარია, ისევე, როგორც ჩვენი პარტია, ემხრობა ცვლილებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმის, რომ პრაქტიკულ დონეზე, ფაქტიურად, „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრუნოს ხელისუფლებაში, რომელიც მიგვაჩნია, რომ იყო გუშინწინდელი დღე, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ არის გუშინდელი დღე. თქვენს კითხვაზე, ვის დავუჭერთ მხარს, მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ არც ერთს და არც მეორეს. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი“, – განაცხადა ქემოკლიძემ.