საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როგორც კობახიძეულ, ისე ოპოზიციის გეგმებს, არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.
„ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო) თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს (“თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.
ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი…
ჩვენ ყველანი კი -ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია – ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!” – წერს პრეზიდენტი.
პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოთხოვნაა – გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ზამთრამდე ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს შეასრულებს.