არცერთ ეტაპზე „ოცნება“არ იყო მზად კომპრომისისთვის | სამნიძე

პუბლიკა

შვედი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე 8 დღიანი მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა. კრისტიან დანიელსონი საქართველოს ხვალ დატოვებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე არის პროგრესი, თუმცა დარჩა გადაუჭრელი საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს შეხვედრის მონაწილეებმა. ხათუნა სამნიძის თქმით, არცერთ ეტაპზე „ოცნება“ არ იყო მზად კომპრომისისთვის.

„პირადად მე პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი დღევანდელ დღეს ,მაგრამ სამწუხაროდ ამდენ საათიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე და გამოჩნდა რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად აიღოს პასუხისმგებლობა. არცერთ ეტაპზე „ოცნება“ არ იყო მზად კომპრომისისთვის. მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას.“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.