„არცერთ კომპრომისზე ოპოზიცია არ მოდიოდა“ | კობახიძე შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დასრულდა.

კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა, რადგან არცერთმა მხარემ არ მოაწერა ხელი მის მიერ წარდგენილ შეთანხმების დოკუმენტზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მან განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ გარკვეულ საკითხებზე კომპრომისისთვის, მაგალითაც ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საქმეზე, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები არ წავიდნენ კომპრომისზე.

„კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ შარლ მიშელსა და მის პირად წარმომადგენელს, ბატონ ადანიელსონს მხარდაჭერისთვის და გაწეული ძალისხმევისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, წინასწარ განსაზღვრული გეგმის თანახმად ბატონმა დანიელსონმა დღეს წარმოადგინა პოლიტიკური შეთანხმების პროექტი. იმთავითვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არცევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უკვე მრავალგზის აღნიშნული ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

ბატონი დანსიელსონის მიერ მოზადებული დოკუმენტი ასახავდა წინადადებებს პრეზიდენტ შრალ მშელის მიერ აღნიშნულ ყველა საკითხზე, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რომ დანიელსონის წიდადადებები ეხებოდა საარჩევნო რეფორმასა და მართლმსაჯულების რეფორმას, რომელსაც, როგორც კობახიძე ამბობს, არ სჭირდება არანაირი ხელმოწერა და მმართველი გუნდი თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ამას ისედაც შეასრულებს.

მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად იყო ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე წასულიყო კომპრომისზე და ამნისტიის საკითხი განეხილა, მაგრამ როგორც ამბობს „არცერთ კომპრომისზე ისინი არ მოდიოდნენ“.

„ყველა კონსტრუციული ოპოზიციური პარტიისთვის ჩვენ პარლამენტის კარს ღიას ვტოვებთ. საქრთველო არის სახელმწიფო, მას ჰყავს ძლიერი ხელისუფლება, რომელმაც იცის დემოკრატიისა და  სამართლის უზენაესობის ფასი,  ჩვენი ყველა პოლიტიკური ნაბიჯი ამ სულისკვეთებით იქნება განსმჭვალული, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.