არცერთ პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება - ლევან რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტია, 52 არის დადასტურებული შემთხვევა. დანარჩენების ანალიზების პასუხები კი  გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

მისი თქმით, გუშინ კლინიკის მედპერსონალს ტესტები ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

„რეანიმაციაში გვყავს 6 პაციენტი, აქედან არის სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე, აქედან იცით, რომ 2 არის ქალბატონი. ერთ-ერთი მათგანი არის 62 წლის, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც ხელოვნული ვენტილაციიდან მოხსნილია, შეესაბამება გადატანილი დაავადების სიმპტომებს.

რატიანის თქმით, 42 წლის მამაკაცის  მდგომარეობა, რომელიც იყო მძიმე, ამ ეტაპზე სტამბულურია.

ამჟამად საავადმყოფოში მოთავსებული სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბულურია.

„ჩვენ ვატარებთ ყველა იმ კველვას, რომელიც ჯანმოს მიერ არის მოწოდებული. არცერთთან უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება“.