ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია – „დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს”.
„თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები ჩატარდება, ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, ამის არ მჯერა. ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში მოპოვებული გამარჯვებები მოიპარა ივანიშვილმა. როგორ და რანაირად, რა მეთოდებით, ეს ყველამ დაინახეთ.
მე ივანიშვილს დავპირდი, ყველაფერი იქნებოდა მასზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა 30 ოქტომბერს. ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯი და პასუხი იქნება ადეკვატური.
ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდეგბით თქვენს წინაშე. პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს, კოალიცია უნდა გაფართოვდეს და არა მხოლოდ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ამ ბრძოლაში. ბრძოლა იქნება უკომპრომისო.
მე მქონდა კომუნიკაცია ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორებთან და მათაც არ დავუმალე ჩემი განწყობა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია. აქ მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი აღარაა. მოემზადეთ ძვირფასო თანამემამულეებო, ძალიან საინტერსო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის “ – თქვა ნიკა მელიამ.