საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს, 30 ოქტომბერს ჩატარდება.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და ცესკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს.
მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის პირი, ვინც ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს. პირველ ტურში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელიც 51%-იან ბარიერს გადალახავს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ჩატარდება საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.
„ქართული ოცნების“ წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური იქნება ჯამში 20 მუნიციპალიტეტში.