პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ხვალ დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
მან მოუწოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხელის არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
„მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან. ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც, ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ”, – განაცხადა მან.
ხვალ ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართება. ასევე, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობას იღებს მხოლოდ ორი კანდიდატი.