ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
„რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამის მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, – ნათვქმია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.