ამ წუთებში პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა პარლამენტთან დიდი ზომის ჭურჭელი მიიტანეს, სადაც წყალი ჩაასხეს და პარლამენტის თავმჯდომარეს „გარუჯვას” სთავაზობენ.
ამ ფორმით აქტივისტებმა გააპროტესტეს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, როდესაც თალაკვაძემ მედიას ბრალი დასდო დეზინფოამაციაში. თითქოს ჟურნალისტებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია მის მიერ ქვეყნის დატოვებისა და იტალიაში კომოს ტბაზე დასვენების თაობაზე.
მოგვიანებით ფეისბუქზე გავრცელდა ფოტოები, სადაც თალაკვაძე დედაქალაქის მერთან ერთად აეროპორტშია გადაღებული. კალაძე იტალიაში საახალწლო ნაძვის ხის სანახავად იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში დაბრუნებისას, მათივე განცხადებით, ნახეს ევროპული საქართველოს დეპუტატებმაც.