არგენტინის იუსტიციის მინისტრმა, რომელიც მარადონას ექსპერტიზას ესწრებოდა, CNN-ს განუცხადა, რომ ფეხბურთის ლეგენდა გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, გარდაცვალებისას ის სახლში ძმისშვილთან და პირად ექიმებთან ერთად იმყოფებოდა. მათ შენიშნეს, რომ მარადონა არ იყო კარგად და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს, თუმცა სასწრაფო დახმარების მისვლამდე მარადონას გული გაუჩერდა.
დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, მისი ცხედარი კი ამ ხნის განმავლობაში არგენტინის მთავრობის სასახლეში იქნება დასვენებული. ფეხბურთელი გუშინ, 25 ნოემბერს გარდაიცვალა.