უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთში, საზღვრისპირა სოფელ პოპოვკაში რუსული არტილერია თავიანთი ქვეყნის მხარეს შებრუნდა და ისე განლაგდა. კულება აცხადებს, რომ მათ შესაძლოა თავიანთსავე ქვეყნის მიმართ გახსნან ცეცხლი და უკრაინას დააბრალონ.