არის რუსი ხალხი, რომლებიც მხარს არ უჭერენ პუტინის ომს. მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე - თეთრი სახლი

პუბლიკა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან შეუძლიათ აშშ-ს თავშესაფრისთვის მიმართონ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„მათი მესიჯი ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი. ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს, ვიცი, რომ იყო შეკითხვა, რომელიც დაისვა დევნისგან თავშესაფრის ძიების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ, თავშესაფრის თხოვნით მიმართონ აშშ-ს და მათი განცხადება სათითაოდ განიხილება. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს და მათ ეს უნდა გააკეთონ.

თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინელების მამაცობაზე, რომლებიც იბრძოდნენ ამ ომში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის. რასაც ჩვენ ვხედავთ რუსეთში, არის რუსი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მათ არ სურთ ეს ომი. ისინი მხარს არ უჭერენ პუტინის ომს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ეს არაერთხელ ვთქვით, ამ ომის შეჩერება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია და ეს პრეზიდენტი პუტინია. სწორედ მან დაიწყო ეს არაპროვოცირებული, ბრუტალური ომი და მასზეა დამოკიდებული მისი შეჩერება. რასაც ახლა ვხედავთ, ეს ძალა არაა, ესაა სისუსტე პრეზიდენტი პუტინისგან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. („პირველი არხის“ თარგმანი)