არხები არ გამოგვირთავს, ტექნიკური მიზეზებით გაითიშა - სილქნეტი

პუბლიკა

„სილკნეტზე“ რუსული პროპაგანდისტული არხები, მათ შორის ORT და RTR გაითიშა.

ეს ფაქტი საზოგადოების ნაწილმა იმგვარად აღიქვა, რომ კომპანიამ რუსული პროპაგანდისტული არხები საზოგადოების და პოლიტიკოსების მოთხოვნით გათიშა.

თუმცა კომპანიის პრესამსახურმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. „რამდენიმე არხი ტექნიკური მიზეზით გაითიშა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები” – გვითხრეს სილქნეტის პრესსამსახურში.

დღეს კრემლის პროპაგანდისტული არხების გათიშვის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა. მოქალაქეები მოითხოვენ შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობა საქართველოში.