არსად წასვლას არ ვაპირებ და მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ | გახარიას პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ 

პუბლიკა

დღეს ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ გიორგი გახარიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში გახარია ამბობს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან მიდის.

„რაც შეეხება მომავალს, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ათასი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ  და მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ.  რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს. რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა“, -განაცხადა გახარიამ.