აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი მაიკლ მაკკოლი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
კონგრესმენი მოუწოდებს ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს და დაასანქციროს „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის მოხელეები, მათ შორის, „მარიონეტების ოსტატი“ ბიძინა ივანიშვილი.
„გაფართოებული, არსებითი სანქციები საქართველოს მაღალი რანგის მოხელეებზე, მათ შორის კორუმპირებულ, მარიონეტების ოსტატ ბიძინა ივანიშვილზე, დიდი ხნის წინ იყო საჭირო.
ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რომ პასუხი აგებინოს ამ პირებს ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების უგულებელყოფისთვის“, – ნათქვამია მაიკლ მაკკოლის განცხადებაში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.