პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
„არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც თავის საქმიანობაში მაღალი სტანდარტებით საქმიანობენ და ეს ნამდვილად შექებას და მხარდაჭერას იმსახურებს. არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ასეთ სტანდარტებს არ იცავენ, ამის მიუხედავად, ყოველგვარი ძალადობრივი აქტი, თუდაც, უსწრორო ფორმით წარმართულ ჟურნალისტურ საქმიანობაზე არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – ამბობს, მიხეილ სარჯველაძე.
დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს თავს დაეხნენ. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.
ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.