არსებობს შეშფოთება რეფორმების გატარების დონესა და ტემპთან დაკავშირებით - კოლომინა

პუბლიკა

თბილისში ვიზიტით იმყოფება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წამომადგენელი ხავიერ კოლომინა, რომელიც ბოლო ორი დღეა შეხვედრებს მართავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ხელისუფლებასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან.

დღეს შეხვედრების შემდეგ კოლომინამ NATO-ს მომავალ სამიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამიტს დაესწრება, მაგრამ სავარაუდოდ იქ საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და არა პრემიერ-მინისტრი. ასევე კოლომინას თქმით, არსებობს სერიოზული შეშფოთებაც საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან დაკავშირებით.

„ჩვენ ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ, როგორ უნდა წარიმართოს ვილნიუსის სამიტი. ვიცით, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას, დიდი ალბათობით საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. პრემიერი ღარიბაშვილი იმყოფებოდა მადრიდის სამიტზე, მაგრამ საკითხი არ დგას ასე, ვინ დაესწრება სამიტს. ჩვენ ერთგული ვართ საქართველოს მიმართ და ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იღებს მონაწილეობას სამიტში.

არსებობს რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს და არსებობს სერიოზული შეშფოთებაც, მათი გატარების დონესა და ტემპთან დაკავშირებით, ასევე არსთან დაკავშირებით და უკვე ვახსენე უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, – თქვა კოლომინამ [„ფორმულას“ თარგმანი].