უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარტიდან არსებული შეზღუდვების დიდი ნაწილი უქმდება. რაც შეეხება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას, დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, რომ არსებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს, ეს ვალდებულებაც გადაიხედება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, მარტიდან უქმდება/მსუბუქდება შემდეგი ვალდებულებები:
- კვების ობიექტებში მაგიდასთან დაშვებული იქნება დახურულ სივრცეში 10 და ღია სივრცეში 15 ადამიანი. აქამდე დაშვებული იყო 6 ადამიანი. უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შზღუდვა.
- საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ქლეხებისა და ქორწილების გადახდა ისევ ნებადართული იქნება. ამ შემთხვევაში შიდა სივრცეში ერთ მაგიდასთან შესაძლებელი იქნება 10 ადამინის დაჯდომა, ღია სივრცეში კი – 15-ის.
- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები აღარ იმუშავებს.
- უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დენზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის საშუალებით მოემსახურონ სტუმრებს.
- 4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების საქმიანობა, ფართის მხოლოდ 60%-ის გამოყენებით.
- 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციები, სემინარები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მოიხსნება 70 ადამიანზე შეზღუდვა.
„საბჭო კვლავ განაგრძობს მუშაოაბს და 1 მარტიდან შესაძლოა, ეს შემსუბუქება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და გაფართოვდეს, თუმცა ცხადია ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“,- ითქვა დღევანდელ ბრიფინგზე.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.