არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად - ამერიკის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის საელჩო საქართველოში ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს. საელჩო ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად”, – ნათქვამია განცხადებაში. 


პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.