მთვარის გარშემო ისტორიული მისია დასრულდა და ARTEMIS II-ის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა

პუბლიკა

მთვარეზე NASA-ს Artemis II-ის ისტორიული მისია დასრულდა. ასტრონავტები დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდნენ.

NASA-ს ასტრონავტები: რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და CSA-ს (კანადის კოსმოსური სააგენტო) ასტრონავტი ჯერემი ჰენსენი თბილისის დროით 4:07-ზე წყნარ ოკეანეში სან-დიეგოს სანაპიროსთან დაეშვნენ.

ამით დასრულდა თითქმის 10-დღიანი მოგზაურობა, რომლის დროსაც მათ დედამიწიდან მაქსიმალურ წერტილში 252,756 მილის (დაახლოებით 406,770 კმ) მანძილს მიაღწიეს.

წყნარ ოკეანეში დაშვების შემდეგ ასტრონავტებს NASA-სა და აშშ-ის სამხედროების გაერთიანებული გუნდი დახვდა. ისინი ეკიპაჟს ღია წყალში ხომალდიდან ამოსვლაში დაეხმარნენ, რის შემდეგაც ვერტმფრენით გემზე გადაიყვანეს პირველადი სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ეკიპაჟის წევრები ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში დაბრუნდებიან.

Artemis II-ის ეკიპაჟის მთვარის გარშემო ფრენამ კაცობრიობა იმაზე შორს წაიყვანა, ვიდრე ოდესმე — ამით მოიხსნა წინა რეკორდი, რომელიც 1970 წელს „აპოლო 13-ის“ ასტრონავტებმა დაამყარეს.

Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარისკენ პირველ აპრილს ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრის გამშვები მოედნიდან გაფრინდა. ამერიკული წარმოების რაკეტა „ორიონმა“ ასტრონავტები ორბიტაზე შეუფერხებლად გაიყვანა.

NASA-ს ცნობით, კოსმოსში ყოფნის პირველ დღეს ასტრონავტებმა და ტექნიკურმა გუნდმა შეამოწმეს კოსმოსური ხომალდის სისტემა და დედამიწის ორბიტაზე განათავსეს საერთაშორისო პარტნიორების ხელოვნური თანამგზავრები [CubeSat].

სატესტო ფრენის მეორე დღეს, როდესაც ყველა სისტემა მზადყოფნაში იყო, Orion-მა აამუშავა მთავარი ძრავა და ასტრონავტები მთვარის მიმართულებით ტრაქტორიაზე დადგნენ.

ხომალდზე ასტრონავტების პირველად ყოფნისას ინჟინრებმა „ორიონი“ ფრენის დროს შეაფასეს, ეკიპაჟმა გამოსცადა ხომალდის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები და, როგორც NASA იუწყება, დადასტურდა, რომ „ორიონს“ შეუძლია, ადამიანები ღრმა კოსმოსში უსაფრთხოდ ამყოფოს.

რამდენიმე საპილოტე დემონსტრაციის დროს ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი მექანიკურად მართეს, შეაგროვეს მონაცემები, რომლებიც ARTEMIS III-ისა და შემდგომი მისიების დროს სადესანტო ხომალდებთან მიახლოებასა და მიერთებას დაეხმარება.

ეკიპაჟმა ასევე დატესტა, როგორ შეასრულებს NASA მომავალ მისიებს მთვარეზე, შეაფასა, როგორ მუშაობს ხომალდზე საგანგებო აღჭურვილობა და პროცედურები, გადარჩენის სისტემის სკაფანდრები და სხვა კრიტიკული სისტემები.

უაისმენმა, გლოვერმა, კოხმა და ჰანსენმა ასევე წვლილი შეიტანეს NASA-ს ასტრონავტების მთვარეზე გასამგზავრებლად წამოწყებულ სამეცნიერო კვლევებში – კოსმოსური სააგენტო დედამიწის თანამგზავრზე ბაზის აშენებას და შემდგომში მარსზე გამგზავრებას გეგმავს.

NASA-ს ექსპერიმენტები, მათ შორის კვლევა AVATAR, რომელიც სწავლობს, თუ როგორ რეაგირებს ადამიანის ქსოვილი მიკროგრავიტაციასა და ღრმა კოსმოსის რადიაციულ გარემოზე, ხანგრძლივი მისიებისთვის ჯანმრთელობის აუცილებელ მონაცემებს აგროვებს.

6 აპრილს მთვარის გარშემო ფრენისას ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირისა და მზის დაბნელების 7,000-ზე მეტი გამოსახულება გადაიღეს. გამოსახულებები მოიცავს დედამიწის ჩასვლისა და ამოსვლის შთამბეჭდავ ხედებს, კრატერებს, უძველესი ლავის ნაკადებს, ირმის ნახტომის გალაქტიკას, ზედაპირის ნაპრალებსა და მთვარის რელიეფზე ფერთა ვარიაციებს.

„ორიონის“ ეკიპაჟმა მოინიშნა პოტენციური სახლები 2028 წელს დაგეგმილი მისიისთვის.

NASA გეგმავს, რომ სამომავლოდ არტემისის ასტრონავტები მთვარის მეტი ნაწილის გამოსაკვლევად და სამეცნიერო აღმოჩენებისთვის უფრო რთულ მისიებში გააგზავნოს. ასევე დაგეგმილია მისიის მარსზე გასაგზავნად საფუძვლის მომზადება.