„ასეთ დროს დემონტაჟი არაადამიანური მოპყრობის რისკებს წარმოშობს" - სახალხო დამცველი

პუბლიკა

„უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა. დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს”. – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკის შეფასებისa და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას.

აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე”, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი თბილისის მერიას მოუწოდებს, გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელSიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, რა ღონისძიებები გატარდა და გატარდება იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დემონტაჟს დაექვემდებარა.

„რაც შეეხება თავად დემონტაჟის კანონიერებას, მართალია, ხელისუფლებას აქვს უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნული პროცესის კანონიერების საკითხს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.