ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა, სოლიდარობა უკრაინას - კობახიძე

პუბლიკა

„ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!!! სოლიდარობა უკრაინას!!!“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში რუსეთის ომს უკრაინაში.

რუსეთი დღეს, 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.