ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“, რომელიც მხარს უჭერდა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს, წარმომადგენელი დავით კახაბერი „რიონის ხეობის მცველების“ ჰომოფობიურ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ბევრ სამოქალაქო ინიციატივას შეუქცევია ზურგი ლგბტ ადამიანებისთვის, თუმცა ასეთი შეურაცხყოფა არ ახსენდება.
„რიონის ხეობის მცველების“ განცხადება არის პირადად ჩემი და ჩემი თანამებრძოლების შეურაცხყოფა! ბევრ სამოქლაქო ინიციატივას შეუქცევია ზურგი ლგბტ ადამინებისთვის, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება! ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვის გვერდითაც ვიდექი აი, ამას წერენ:
„ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს“, – აცხადებს დავით კახაბერი.