სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება – ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი.
ამ მიმართვით მე ვფქრობ, ყველამ საბოლოოდ გაიგო და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის სააკაშვილის მიმართ, არამედ მისი მიზანია, გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.